gegmebi

საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი, მოსწავლეთა
პროფილი
მე-7 კლასი,    მოსწავლე
გაკვეთილის თემა
გალაქტიონ ტაბიძე „შინდისის ჭადრებს“
გაკვეთილის მიზნები
·         პოეტური ტექსტის აღქმა
·         წაკითხულის შეფასება და დასკვნების გამოტანა
·         კრიტიკული აზროვნების განვითარება
·         ტექსტის ენობრივ მხარეზე დაკვირვება
·         დისკუსიის ხელოვნების თანდათანობით დაუფლება
გაკვეთილის შედეგები
 VII.2. მოსწავლეს შეუძლია სხვათა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით
 VII.4. მოსწავლეს შეუძლია საკლასო დისკუსიებში მონაწილეობა
 VII.7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება, გაანალიზება. მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
VII.9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
გაკვეთილის მსვლელობა, საკლასო მენეჯმენტი
1.    საორგანიზაციო საკითხები (2წთ)
2.    საშინაო დავალების გამოკითხვა კითხვა-პასუხის საშუალებით (8წთ)
3.      კითხვისთვის მზადება, გამოწვევა (7წთ) მოსწავლეებს ვთხოვ შესწავლილი ნაწარმოებების მიხედვითბისაუბრონ ქართველთა სევდაზე, მონატრებაზე.   მოსწავლეებს მოკლედ ვესაუბრები გ. ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.
4.      ტექსტის კითხვა, გააზრება  ( 12წთ)  მოსწავლეები ეცნობიან ტექსტს, ამის შემდეგ ვსვავ კითხვებს:
-რა გრძნობა ეუფლება უცხოეთში გადახვეწილ ქართველს შინდისის ჭადრების გახსენებისას?
-რა განცდას იწვევსმასში სამშობლოს მოგონება?
-როგორ ხატავს იგი სამშობლოში გატარებულ სიყრმის წლებს?
-თქვენი აზრით, რატომ მოიხსენიებს იგი საკუთარ თვს ასე?
-მისი რა განცდა ჩანს ამ სიტყვებში?
-როგორ ფიქრობთ, რა შეფასებას აძლევს ამ სიტყვებით იგი უცხოეთში გატარებულ წლებს?
       5. მინიდისკუსია (7წთ)  მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას,
            არის თუ არა მსგავსება ამ ლექსის ლირიკულ გმირსა და სანდრო  კაიშაურს შორის? მოსწავლეები აყალიბებენ თავიანთ მოსაზრებებს და მათ ამყარებენ არგუმენტებით.
5.      ენობრივ მასალაზე დაკვირვება  (6წთ) მოსწავლეებს ვთხოვ ტექსტში მოძებნონ ეპითეტები, მეტაფორები და სტრიქონები, რომლებიც ერითმებიან ერთმანეთს, აქვე ვაძლევ განმარტებას ჯვარედინი რითმის შესახებ.
6.      საშინაო დავალება (3წთ) ვაძლევ დავალებას შესწავლილი ტექსტებისა და ახალი გაკვეთილის მიხედვით დაწერონ „ სამშბლოდან გადახვეწილთა სევდა“.
რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, რვეული, კალამი
შეფასება
კითხვა-პასუხის შეფასების რუბრიკა
დისკუსიის შეფასების რუბრიკა

Комментариев нет:

Отправить комментарий